სტალკერი – ის ნეტარია

ავთო ვარსიმაშვილმა „სტალკერი“, ანდრეი ტარკოვსკის ფილმის მოტივზე დადგა, რომელიც ძმები სტრუგაცკების რომანის „გზისპირა პიკნიკზე“ მიხედვით არის გადაღებული. სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სპექტაკლი (ისევე როგორც ფილმი), სულიერ და ფილოსოფიურ განზომილებებს ეხება. რეჟისორი – ავთანდილ ვარსიმაშვილი მხატვარი – თეო კუხიანიძე მონაწილეობენ: გუგა ქაცარავა – სტალკერი, ჯაბა კილაძე – მწერალი, გოგაბარბაქაძე – პროფესორი, სოფო გორელაშვილი – ცოლი, გიგა კაკიბავა – ბარმენი ავთო ვარსიმაშვილმა „სტალკერი“, ანდრეი ტარკოვსკის ფილმის მოტივზედადგა, რომელიც ძმები სტრუგაცკების რომანის „გზისპირა პიკნიკზე“ მიხედვითარის გადაღებული. სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სპექტაკლი (ისევეროგორც ფილმი), სულიერ და ფილოსოფიურ განზომილებებს ეხება. იდუმალებით მოცული „ზონა“ ბევრი სიმბოლოს ინტერპრეტაციის საშუალებასიძლევა. ის აკრძალული ტერიტორიაა, რომელსაც თხრობის ცენტრალურინაწილი უკავია, მორალური და ფილოსოფიური გამოცდის ადგილია, სადაცმოგზაურობის პარალელურად გმირები შინაგან ბრძოლებს გადიან. ხოლო ოთახიზონაში, რისთვისაც მოგზაურობენ, არის სარკე, რომელში ჩახედვისაც ეშინიათ, რომ არ შეეხოს სულის ამოუცნობ მხარეებს, არ გამოააშკარაოს ადამიანისყველაზე ღრმა სურვილები – აიძულოს ინდივიდები დაუპირისპირდნენ საკუთართავებს. აპოკალიფსის ასოციაციას ტოვებს სპექტაკლის დეკორაცია (მხატვარი – თეოკუხიანიძე) – თითქოს გლობალური კატასტროფის შემდეგ გადარჩენილიადამიანები ბუნკერში აღმოჩნდნენ. შთამბეჭდავია დიდი შავი ცელოფანი, რომელიც ისე იბერება და იფუშება თითქოს სუნთქავს, ხოლო განათების/შუქჩრდილების საშუალებით რაღაც ცოცხალი მონსტრის ასოციაციას ქმნის. უსიცოცხლო ბუნკერში სუნთქვის ეს იმიტაცია, თითქოს რეაგირებს პერსონაჟებისემოციებზე და სიცოცხლის განცდას აბრუნებს. სიტყვა სტალკერი ინგლისურია და სათაურშივე მიგვანიშნებს არა მხოლოდფარულობაზე, არამედ სულიერ დევნაზეც – აზრების, მიზნისა და საკუთარითავის აღმოჩენის დაუღალავ ძიებაზე იდუმალ სამყაროში. ამ ინტერპრეტაციით, სტალკერი არ არის მხოლოდ მეგზური ან მონადირე, ის მაძიებელიც არის – ფიგურა, რომელსაც ამოძრავებს დაუოკებელი მოთხოვნილება გაიყვანოს სხვებითავიანთი შინაგანი სურვილების ლაბირინთიდან. გუგა ქაცარავა/სტალკერი განასახიერებს პარადოქსულ ფიგურას – ღრმადიმედგაცრუებულ ადამიანს ბევრი სისუსტით. მსახიობს არ აქვს უბრალო როლი, მან უნდა იმოქმედოს, დაუპირისპირდეს ეგზისტენციალურ სიცარიელეს, რომელსაც „ზონა“ ჰქვია. სტალკერის მისიაა მიიყვანოს ოთახამდე მწერალი(ჯაბა კილაძე) და პროფესორი (გოგა ბარბაქაძე). ამბივალენტურიაერთდროულად გქონდეს რწმენაც და სასოწარკვეთაც, თუმცა გუგას პერსონაჟისწორედ ამ გზას გადის მძაფრი შინაგანი კონფლიქტის ფონზე. გმირისპარადოქსული ბუნება სიმბოლურია, ის გზააბნეული ხალხის სულიერი მეგზურია, რომელიც ცდილობს იმედგაცრუებულ ადამიანებს რწმენა დაუბრუნოს, მაშინროცა თავადაც ამ მდგომარეობაშია. ჯაბა კილაძის პერსონაჟიც ებრძვის სასოწარკვეთას. მისთვის „ზონა“ ბოლომცდელობაა, რომ იპოვოს ცხოვრების აზრი და დაიბრუნოს შემოქმედებითინაპერწკალი; რომ გაამართლოს თავისი არსებობა, როგორც ხელოვანის. თუმცაარ იცის ეს ნამდვილი სურვილია თუ მხოლოდ ილუზია, რასაც მსახიობისსაუბრისას მისი მერყევი ინტონაციით ვხვდებით. მსახიობის მწარე იუმორითწაკითხული ტექსტიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისიყველაზე მთავარი განცდაა არანამდვილობა – ფუჭია ყველაფერი, რაც კიშეუქმნია. ოთახში შესვლის შიშს სწორედ ეს განაპირობებს. გოგა ბარბაქაძის/პროფესორის პერსონაჟი, როგორც მეცნიერი ისე მოგზაურობსზონაში. მას ამოძრავებს ცნობისმოყვარეობა, რადგან ზონა, როგორც სივრცე, ეწინააღმდეგება ლოგიკას, არაპროგნოზირებადია და მისთვის ძალიანსაინტერესო. მსახიობის თამაშის ხერხი დინჯი, მიზანმიმართული დამეთოდურია; აზრობრივი სიზუსტით მიყვება თავის გმირს; საუბრობს ადამიანისმდგომარეობაზე, ინტელექტუალურ და ემოციურ მუდმივ დაძაბულობაზე. „ამდენი მწუხარება რომ არა, ბედნიერებას ვერ შევიგრძნობდით… ამდენისევდა რომ არა, არ იქნებოდა არც ბედნიერება და არც იმედი…“ – სტალკერისცოლის (სოფო გორელაშვილი) ეს ფინალური მონოლოგი მთელი სპექტაკლისშეჯამებაა. ეს არის ადამიანის ცხოვრებისეული გამძლეობის და ტანჯვისამოძახილი, სადაც დაინახავთ როგორც სასოწარკვეთას, ისე იმედს. ეს ხომუნივერსალური პარადოქსია – ტანჯვის გარეშე ვერ შევიგრძნობთ ბედნიერებას, ამ კონტრასტის გარეშე ცხოვრება კარგავს ელფერს. სოფო გორელაშვილითამაშობს მშვიდ, ძლიერ, თავის ქმარზე შეყვარებულ ქალს. ჩვენ ვხედავთ, რომის არის ოჯახის საყრდენი, ცდილობს სტაბილურობის შენარჩუნებას, ქმრისგამხნევებას. სტალკერის ცოლი ეწინააღმდეგება ზონის არსებობას. ის ყოველჯერზე სთხოვს ქმარს, რომ არ წავიდეს, მაგრამ თან მზად არის თვითონაცგაყვეს ზონაში იმისთვის, რომ სტალკერმა არ დაკარგოს ფუნქცია. „მისი თავისუფლება შეიძლება, რომ ერთ სიტყვაში მოთავსდეს – მარტოობა“ „ის ნეტარია…“ პირველად არ ხდება როცა ავთო ვარსიმაშვილი თავისუფალ თეატრშიწარმატებით აცოცხლებს კინოსცენარს. ვერაფრით წარმოვიდგენდი რა ფორმითუნდა გაეკეთებინა რეჟისორს ტარკოვსკის საკულტო ფილი ისე, რომშთაბეჭდილება მოეხდინა. და სკეპტიკურად განწყობილი მე, თეატრიდან სულსხვა ემოციით გამოვედი. სტატიაში გამოყენებულია ტარკოვსკის ფილმისთვის შექმნილი პოსტერი
Hello world!
Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start writing!