ჩვენს შესახებ

Theatrelife-ის შესახებ

Theatrelife.ge არის ქართული თეატრის ელექტრონული არქივი, რომელიც შექმნა თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა. ვებ გვერდზე განთავსებულია დრამატურგია, ქართველი თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების სხვადასხვა წლებში და სხვადასხვა პერიოდიკაში გამოქვეყნებული რეცენზიები, სტატიები, სამეცნიერო შრომები ქართული (და არა მარტო) თეატრის შესახებ. 

ვებ გვერდის ადმინისტრაცია სიამოვნებით მიიღებს მკითხველთა რჩევებს, რეკომენდაციებს და შენიშვნებს პორტალის სრულყოფის მიზნით. ასევე მზად არის გამოაქვეყნოს პროფესიული წერილები თეატრის და მასთან მომიჯნავე ხელოვნების დარგების შესახებ, როგორც ისტორიაში, ისე თეორიასა და კრიტიკაში.

theatrelife.ge (ქართული თეატრის ელექტრონული არქივი) არის დამოუკიდებელი და თავისუფალი პლატმოფრმა თეატრის მკვლევარებისთვის, თეატრის კრიტიკოსებისა და თეატრმცოდნეებისთვის. ავტორთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა, მათ რედაქცია არ იზიარებდეს.

ნებისმიერ ავტორს უფლება აქვს გამოთქვას მოსაზრება მისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე ისე, რომ არ შეურაცხყოს სხვისი უფლებები და ღირსება. 

რედაქცია მზად არის ითანამშრომლოს ყველა ავტორთან და განათავსოს მისი ბლოგი პორტალზე, რომელიც არ შეიცავს ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ შინაარს, ან ქვეტექსტს. 

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენებისას წყაროს მითითება სავალდებულოა.

ქართული და უცხოური პიესების კომერციული მიზნით გამოყენება ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია.

ნებისმიერ ავტორს უფლება აქვს გამოთქვას მოსაზრება მისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე ისე, რომ არ შეურაცხყოს სხვისი უფლებები და ღირსება.

რედაქცია მზად არის ითანამშრომლოს ყველა ავტორთან და განათავსოს მისი ბლოგი პორტალზე, რომელიც არ შეიცავს ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ შინაარს, ან ქვეტექსტს.

Theatrelife.ge © 2019 ყველა უფლება დაცულია

გუნდი:

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

ნიკოლოზ წულუკიძე

 

ნუცა კოაბაიძე

 

თამთა ქაჯაია

 

ლელა არაბიძე

 

მაკა ვასაძე

 

ლელა ოჩიაური

 

გიორგი ყაჯრიშვილი

 

ანა კვინიკაძე

დაგვიკავშირდით:

ელ. ფოსტა: theatrelifege@gmail.com;
                      theatrelife@tafu.edu.ge;

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი:

ცენტრის მიზანია აწარმოოს მუდმივი კვლევა საქართველოს ყველა მოქმედ თეატრში, შეაგროვოს და გადასცეს ინფორმაცია საქართველოში არსებული თეატრების მდგომარეობის შესახებ შესაბამის სტრუქტურებს; მხარი დაუჭიროს შემოქმედებით ძიებებს კვლევაში. ხელი შეუწყოს დაინტერესებულ პირებს შემოქმედებით საქმიანობაში პრაქტიკული კვლევების განხორციელების საფუძველზე

ასევე ცენტრის მიზანია უახლესი ქართული დრამატურგიის და უახლესი ქართული თეატრის ისტორიასთან დაკავშირებული კვლევების მომზადება და გამოცემა; პერიოდულად მოაწყოს სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმებისემინარები თანამედროვე ქართული თეატრის შემოქმედებითი, თუ სხვა სახის პრობლემებზე.